პერესი იანვარში ნაპოლისთვის რიგით მეხუთე ტრანსფერი იქნება. მაძარის გუნდმა სირილ ნგონჟე (ჰელას ვერონა), პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა), ჰამედ ჟუნიორ ტრაორე (ბორნმუთი) და ლეანდერ დენდონკერი (ასტონ ვილა) უკვე დაიმატა. ამ დროისთვის, გუნდმა იანვარში უკვე €22 მილიონამდე დახარჯა, პერესის ტრანსფერი კი გუნდს მინიმუმ €17 მილიონი დაუჯდება.
ნეუენმა საფეხბურთო კარიერა არგენტინოს ხუნიორსში დაიწყო, შემდეგ კი იყო ტრანსფერი ატლეტიკო მადრიდში. 2018 წელს მადრიდულმა კლუბმა, პერესი €2 მილიონად შეიძინა, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება დიდად არ მისცემია. ატლეტიკო ფეხბურთელს 2022 წლამდე სხვადასხვა გუნდებში ანათხოვრებდა. ამ დროში ნეუენმა პორტუგალიურ პამალიკაოში, ესპანურ გრანადასა და იტალიურ უდინეზეში ითამაშა, ამ უკანასკნელმა კი ფეხბურთელი, 2022 წელს €2 მილიონად გამოისყიდა. პერესი არგენტინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა, 2022 წელს კი მისი ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც შედგა, სადაც ამ დრომდე მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
პერესმა უდინეზეში ჯამში 58 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 4 გოლის და 1 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოასწრო.









