შეხვედრის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე, აკაიდინიმ გახსნა და თურქეთი დააწინაურა. 70-ე წუთზე დე ვრაიმ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 6 წუთში მულტურმა ავტოგოლი მიითვალა და ნიდერლანდებმა 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
1/2 ფინალში ნიდერლანდების მეტოქე ინგლისი იქნება, რომელმაც შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა. მეორე ფინალისტის ვინაობა კი საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის შემდეგ გაირკვევა.










