იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები ფიგურულ ციგურაობაში ასპარეზობას აგრძელებენ.
დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამით წარსდგა, 85.11 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი ფინალში იასპარეზებს.
მოკლე პროგრამაში მამაკაცთა შორის 29 სპორტსმენი მონაწილეობდა, ფინალშია ასპარეზების უფლება კი 24-მა მოიპოვა. ნიკა ეგაძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს წარდგება.
11 თებერვალს საქართველოდან გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.









