მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მამაკაცთა ერთეულებში ასპარეზობა ფიგურულ ციგურაობაში. დღეს ქართველთაგან ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამით იასპარეზა და175.16 ქულა დამსახურა და მე-7ადგილი დაიკავა, ქართველი მოკლე პროგრამის შემდეგ 85.11 ქულით მე-15 პოზიციაზე იყო, ნიკამ ჯამში 260.27 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ყაზახმა მიხეილ შაიდოროვმა მოიპოვა, ვერცხლი იაპონელმა იამა კაგიამამ, ბრინჯაო კი იაპონელ სატოს შუნმა დაისაკუთრა.
15 თებერვალს წყვილები მოკლე პროგრამით წარდგებიან, საქართველოდან ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.









