33 წლის ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ცოტა ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთულია, თუმცა დგება დრო, როცა უნდა მიიღო გადაწყვეტილება და შენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალო.
მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანაგუნდელს, სტაფს, ფედერაციას, გულშემატკივარს. არასდროს დამავიწყდება, ნაკრებთან ერთად ნათამაშები ევროპის ჩემპიონატი. დარწმუნებული ვარ, ნაკრებს წინ კიდევ დიდი წარმატებები ელოდება", - განაცხადა კვეკვესკიმა.
შეგახსენებთ, რომ კვეკვესკირმა საქართველოს ნაკრებთან ერთად 62 მატჩი ჩაატარა.
კარიერის დასრულების შემდეგ, კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება.









