ნერაძური 27 წლის ნახევარმცველს კონტრაქტის 2028 წლამდე გაგრძელების სანაცვლოდ, ხელფასის სახით სეზონში 6 მილიონის ევროს + ბონუსებს სთავაზობს. მოქმედი ხელშეკრულება ბარელას 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ბარელა ინტერში 2019 წელს კალიარიდან გადავიდა. მან მილანური გუნდის მაისური 223 შეხვედრაში მოირგო, 22 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.











