ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩოგბურთის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.
33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე მატჩი მოიგო და ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მე-5 ნომრად განთესილ ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარდს დაუპირისპირდება.
1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ქვენტინ ჰალისი იყო, რომელიც ორ სეტში (6-4, 6-4) დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. 1/8 ფინალური მატჩი ხვალ, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.









