ნიკოლოზ ბასილაშვილმა მურსიას ტურნირის 1/2 ფინალში ესპანელი რამოს ვინოლასი დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
1/2-ფინალური მატჩი ქართველმა ჩოგბურთელმა 2 სეტში (6-4, 6-2) მოიგო - აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი.
ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პორტუგალიელი ენრიკე როკა იქნება, რომელმაც პაბლო ლამას რუისი 3 სეტში (6-3, 4-6, 6-2) დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება ხვალ, 24 მარტს, თბილისის დროით 14:30 სათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიას ტურნირის ფინალში გავიდა











