წარმატებით იასპარეზა ქართველმა სამთო-მოთხილამურემ აზერბაიჯანში მიმდინარე ტურნირზე. კურორტი შადაგ მაუნთინი აზერბაიჯანის ღია პირველობასა და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებს მასპინძლობს.
სლალომის შეჯიბრებაში გამარჯვება ნინო წიკლაურმა მოიპოვა, მეორე ადგილზე შვეიცარიელი ნიკიტა ანერი გავიდა და მესამე ადგილს უზბეკი საბინა რეჯეპოვა დასჯერდა.
,,პირველად ვარ ამ კურორტზე, მთა საკმაოდ ტექნიკური იყო, როგორიც მე მომწონს. დიდი მოსამზადებელი პერიოდი არ მქონია ამ ზამთრისთვის, მაგრამ თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ სლალომის თხილამურებზე და ეს გამარჯვება თავდაჯერებას მმატებს რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ," - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.









