მილანის ინტერმა და New Vision University-მ ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რაც მოიცავს თანამშრომლობის კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივებას. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის პარტნიორობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თანამშრომლობის მიზანი კი მთელი საქართველოს მასშტაბით ინტერის აკადემიის გახსნას ემსახურება.
აღნიშნული პროექტი არის შესაძლებლობა ათასობით ბავშვისთვის იყოს მსოფლიო ქსელის ნაწილი, რომელიც ახალგაზრდა თაობის დიდ სპორტში ინტეგრირების საშუალებას იძლევა. შეგახსენებთ, რომ 2023/24 წლების სეზონში ინტერის აკადემიის მოზარდებმა დაიკავეს მე-3 ადგილი საბერძნეთში გამართულ Elite Neon Cup-ზე.
აქვე დავამატებთ, ამ წლის მარტში, ბათუმში გაიმართა ლეგენდების მატჩი საქართველოს ნაკრებისა და ინტერის ვეტერანების მონაწილეობით, რომლის ორგანიზებაშიც თავისი როლი Inter Academy Georgia-მაც ითამაშა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მილანის ინტერს შორის თანამშრომლობა 5 წლით გახანგრძლივდა











