65 წლის ბრიტანელმა ინჟინერმა მომავალთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის შეცვლას აქტიურად განიხილავს.
"15 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემს ასაკში გუნდის შეცვლა და კარიერის კიდევ 4-5 წლით გაგრძელება სურს, ვიფიქრებდი, რომ ეს სიგიჟეა. მამაჩემი ვეტერინარი იყო, თუმცა, მანქანები ყოველთვის უყვარდა - მას 60 წლის ასაკში ჰქონდა გადაწყვეტილი პენსიაზე გასვლა, მაგრამ როდესაც დრო მოვიდა, კიდევ 5 წლით გააგრძელა მუშაობა."
"მანქანების ინჟინრად მუშაობა 8-10 წლის ასაკიდან მსურდა და მიხარია, რომ ოცნება ამიხდა. ყოველი დღე ჩემთვის დღესასწაულია და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. სეზონის ბოლოს პატარა არდადეგებს მოვიწყობ - როგორც ფორესტ გამპი ამბობს სირბილის შემდეგ, ახლა ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, რადგან მომენატრება ჩემი საყვარელი საქმე" - განაცხადა ნიუიმ.










