ორი დღის წინ ნიუკასლის პირველი შეთავაზების შესახებ უკვე დავწერეთ: €25 მილიონი + ბონუსები - აღნიშნული ვალენსიამ დაბლოკა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ინგლისური კლუბი მზადაა შეთავაზება გაზარდოს! ჰექტორ გომესის, ვალენსიასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ნიუკასლი მამარდაშვილისთვის €35 მილიონსა და დამატებით ბონუსებს ამზადებს.
ნიუკასლი მამარდაშვილის ტრანსფერის დახურვას ევრო 2024-მდე ცდილობს, რადგან მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურება.
უახლოეს პერიოდში გავიგებთ, ნიუკასლის მეორე შეთავაზებაზე რა პასუხი ექნება ესპანურ გუნდს.











