მატჩში ანგარიში ჰარვი ბარნსმა გახსნა, რომელმაც ლოიდ კელის საგოლე გადაცემით ისარგებლა. ტოტენჰემმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში მოახერხა — ბრენან ჯონსონის აქტიურობას დენ ბარნის ავტო-გოლი მოჰყვა. ამ მომენტის შემდეგ, უპირატესობა თავიდან ბოლომდე პოსტეკოგლუს გუნდის მხარეს გადავიდა, თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრის 78-ე წუთზე, სტუმარ გუნდს ნიუკასლის კონტრშეტევა გამოეპარა, რასაც ალექსანდერ ისაკის გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა, 2-1. შვედმა ფორვარდმა ამ სეზონში პირველი გოლის გატანა მოახერხა.
ამ გამარჯვებით ნიუკასლმა 7 ქულა მოაგროვა, ტოტენჰემს კი 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









