ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში ორი ახალი წევრია - ლუკას შევალიე, რომელიც პარის სენ-ჟერმენმა ლილიდან გაიფორმა 40 მილიონად და ჯეიმს ტრაფორდი, მანჩესტერ სიტიში ბანრლიდან, 31.2 მილიონის სანაცვლოდ. ამ ტრანსფერების შემდეგ, 10-ეულში ადგილი გიორგი მამარდაშვილისთვის აღარ დარჩა.
როგორც ვიცით, ლივერპულმა ქართველი მეკარე ვალენსიადან 30 მილიონ ევროდ გაიფორმა. ფრანგი და ინგლისელი კარის დარაჯების ტრანსფერებმა გადაფარეს მანუ ნოიერიც, რომელიც მიუნხენის ბაიერნში გელზენკირხენის შალკეში ასევე 30 მილიონის სანაცვლოდ გადმოვიდა.
10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ფეხბურთის ისტორიაში
| მეკარე | ტრანსფერი | ფასი |
| კეპა არისაბალაგა | ბილბაოდან - ჩელსიში | 80 მილიონი ევრო |
| ალისონ ბეკერი | რომადან - ლივერპულში | 72.5 მილიონი ევრო |
| ჯანლუიჯი ბუფონი | პარმადან - იუვენტუსში | 52.8 მილიონი ევრო |
| ანდრე ონანა | ინტერიდან - მან იუნაიტედში | 50.2 მილიონი ევრო |
| ედერსონ მორაესი | ბენფიკადან - მან სიტიში | 40 მილიონი ევრო |
| ლუკას შევალიე* | ლილიდან - პსჟ-ში | 40 მილიონი ევრო |
| ტიბო კურტუა | ჩელსიდან - რეალში | 35 მილიონი ევრო |
| იასპერ სილესენი | ბარსელონადან - ვალენსიაში | 35 მილიონი ევრო |
| დავიდ რაია | ბრენტფორდიდან - არსენალში | 31.9 მილიონი ევრო |
| ჯეიმს ტრაფორდი* | ბარნლიდან - მან სიტიში | 31.2 მილიონი ევრო |









