მილანის გულშემატკივრებმა ყველა სოციალურ ქსელში დიდი "შეტევა" მოაწყვეს, შეგროვდა 10 000-ზე მეტი ხელმოწერა, გაკეთდა მინი საპროტესტო აქციები და ა.შ. ლომბარდიული გრანდის ფანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლოპეტეგი მილანში არ მოვიდეს.
როგორც იტალიურ პრესაში იწერება, კლუბის უფროსობა ფანების ასეთ რეაქციას არ ელოდებოდა, სწორედ ამიტომ იბრაჰიმოვიჩი და მონკადა სხვა ვარიანტების განხილვას იწყებენ.
დაზუსტბეული ინფორმაციით სიაში პაულო ფონსეკა და მარკ ვან ბომელი არიან. ეს უკანასკნელი მილანშიც თამაშობდა და გულშემატკვირების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც იყო. ვან ბომელის კანდიდატურა ზლატანს ძალიან მოსწონს, ამას ისიც ემატება, რომ დიდი შანსია 47 წლის ნიდერლანდელმა სეზონის ბოლოს, ანტვერპენი დატოვოს.
რაც შეეხება ფონსეკას, აქაც მსგავსი სიტუაცია გვაქვს - 51 წლის პორტუგალიელს სეზონის ბოლოს ლილთან კონტრაქტი უმთავრდება.
ლოპეტეგი სიაში ისევ რჩება, თან ისევ #1 სამიზნედ, თუმცა ამ მომენტისთვის მასთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.
დიდი შანსია მომდევნო დღეებში კლუბი სხვა მწვრთელებზეც გადაერთოს.









