ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფინეთსა და კანადას შორის ჰოკეის მატჩი ნოროვირუსის გამო გადაიდო.
შეხვედრა ხუთშაბათს იყო ჩანიშნული თუმცა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსი დაფიქსირდა, რის გამოც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კოლექტიურად და დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, ოფიციალური პირებისა და ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტია,” - აღნიშნულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ნოროვირუსი გადამდები ვირუსია, რომელიც კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას იწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში ფინეთის გუნდის 13 წარმომადგენელი იმყოფება.
მატჩი Rho Arena-ზე 12 თებერვალს გაიმართება, სპეციალურად აშენებულ დროებით არენა ექსკლუზიურად ჰოკეისთვისაა შექმნილი.
შეგახსენებთ, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშებს მილანი/კორტინა დ'ამპეცო 6-22 თებერვალს მასპინძლობს.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს წარმომადგენლები სპორტის 2 სახეობაში, (ფიგურული ციგურაობა და სამთო თხილამურობა) 8 სპორტსმენი, იასპარეზებს.









