ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ ლამინ იამალის ნეიმარ ჟუნიორთან შედარებაზე ისაუბრა. ვეტერანი კარის დარაჯი არ თვლის, რომ ესპანელი ვინგერის ქცევაში არის რაღაც საგანგაშო და პოლონელი გოლკიპერი არც ბრაზილიელი ფორვარდის განიავებულ ნიჭზე საუბრებს ეთანხმება.
"ყველას აქვს თავისი გზა და იამალის ქცევაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს ყველაფერი მისი ტემპერამენტის ნაწილია, რასაც ვერ შევცვლით. არ ღირს ლამინის ზეწოლის ქვეშ მოქცევა, მივცეთ მას ცხოვრებითა და ფეხბურთის თამაშით ბედნიერების უფლება. ის მილიონობით ადამიანს შთააგონებს.
ნეიმარი? არსებობს მოსაზრება, რომ ის მიაღწევდა გაცილებით მეტს, სხვა დამოკიდებულება რომ ქონოდა, თუმცა ასეთ საუბრებს არ ვეთანხმები. ბრაზილიელ ფორვარდს რომ ჰქონოდა სხვა მიდგომა, მის ნაცვლად ხომ სულ სხვა მოთამაშეს მივიღებდით? მისი უნიკალურობა მის განვლილ გზაშია"









