არსენალის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, მარტინ ოდეგორის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ. 26 წლის ნორვეგიელი შემტევი ნახევარმცველი არა 3-4 კვირას, არამედ მინიმუმ ნოემბრის ბოლომდე იუქმებს, რაც მიკელ არტეტას გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.
შეგახსენებთ, არსენალმა მარტინ ოდეგორი ტრავმის გამო პრემიერ ლიგის მე-7 ტურში დაკარგა, როცა ნორვეგიელმა ათიანმა მარცხენა მუხლი დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, მარტინ ოდეგორს დაახლოებით 4 კვირა უნდა გამოეტოვებინა, თუმცა როგორც ჩანს დაზიანება უფრო რთული აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, არსენალი 7 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგას 16 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "მეთოფეებს" ორი ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვთ.









