ოფიციალურად — ვიქტორ გიოკერეში არსენალის ფეხბურთელია! “მეთოფეებმა" გიოკერეშის სანაცვლოდ €80 მილიონამდე გადაიხადეს, ხოლო თავად ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არსენალი, რომ ვიქტორ გიოკერეშით ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტას შვედი გოლეადორი ყოველთვის მოსწონდა, სწორედ ამიტომ არსენალში დანიშვნის შემდეგ, კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, მიკელ არტეტას გუნდმა ყველას აჯობა — ვიქტორ გიოკერეში "მეთოფე" გახდა.









