2025 წლის ზაფხულის ტესტების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ მატჩს გამართავს — ერთს სახლში და ორს გასვლაზე.
დადასტურდა, რომ ბორჯღალოსნები ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს თბილისში უმასპინძლებენ და აღნიშნული მატჩი 5 ივლისს, მიხეილ მესხის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.
საქართველოს და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში სულ 5-ჯერ შეხვდნენ და ყველა მატჩი სამყურების გამარჯვებით დასრულდა. მატჩები 4-ჯერ დუბლინში ჩატარდა, ხოლო ერთხელ ნაკრებები ერთმანეთს ბორდოში, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ.
ირლანდია 70-0 საქართველო (დუბლინი, 1998 წელი)
ირლანდია 63-14 საქართველო (დუბლინი, 2002 წელი)
ირლანდია 14-10 საქართველო (ბორდო, 2007 წელი)
ირლანდია 49-7 საქართველო (დუბლინი, 2014 წელი)
ირლანდია 23-10 საქართველო (დუბლინი, 2020 წელი)
ირლანდიის გარდა, ქართველი მორაგბეები 12 და 19 ივლისს აფრიკული ტურნეს ფარგლებში ჯერ ჩიტასს, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს შეერკინებიან.
ოფიციალურად: ბორჯღალოსნები ირლანდიას თბილისში უმასპინძლებენ









