ოფიციალურად — ჩაბი ალონსო ლევერკუზენს დაემშვიდობა! ესპანელმა სპეციალისტმა კლუბიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"კლუბი და მე შევთანხმდით, რომ მომდევნო ორი თამაში ჩემთვის ბოლო იქნება ლევერკუზენში."
43 წლის მწვრთნელი რეალ მადრიდს ჩაიბარებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, სამეფო კლუბში ესპანელ სპეციალისტს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ელოდებიან.
138 მატჩი, 89 გამარჯვება, 31 ფრე და 18 წაგება — ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ჩაბი ალონსო ლევერკუზენს.









