ოფიციალურად: ჩაბი ალონსომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რეალ მადრიდი დატოვა! ესპანურმა გრანდმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
იმის მიუხედავად, რომ ბარსელონასთან მარცხის შემდეგ ესპანელი სპეციალისტის გუნდიდან წასვლას არავინ ვარაუდობდა, როგორც ჩანს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, ჩაბი ალონსომ რეალ მადრიდი 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა. ამ დროში ესპანელის ხელმძღვანელობით გუნდმა 34 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, ხოლო 6-ჯერ დამარცხდა.









