სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ედინ ტერზიჩმა დორტმუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. 41 წლის სპეციალისტმა, კლუბის უფროსობასთან ბოლო საუბრის შემდეგ, გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ტერზიჩი დორტმუნდში 2018 წლიდან მოყოლებული მუშაობს. თავიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი ტექნიკური დირექტორი გახდა. ტერზიჩმა მთავარი მწვრთნელის პოსტი 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა. 95 მატჩი, 55 მოგება, 20 ფრე, 21 მარცხი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ედინი "შავ-ყვითლებს".
ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს გერმანულ გუნდს. პოტენციური მწვრთნელების შესახებ ინფორმაცია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
Bundesliga
ოფიციალურად: ედინ ტერზიჩმა დორტმუნდი დატოვა









