42 წლის ესპანელი პილოტი ასტონ მარტინს 2023 წელს შეუერთდა და 8-ჯერ მოახერხა პოდიუმზე ასვლა - მის ანგარიშზე კი 26 რბოლაში მოგროვებული 230 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-ში კარიერა 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 და 2006 წლებში რენოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კარიერის განმავლობაში ალონსოს 3-ჯერ ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც აქვს მოპოვებული.











