ლივერპულმა 2025/26 წლების სეზონისთვის ფეხბურთელების სათამაშო ნომრები წარადგინა და ცნობილი გახდა გიორგი მამარდაშვილის ნომერი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლივერპულის ღირსებას 25 ნომრით დაიცავს — ცნობისთვის სწორედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იგივე სათამაშო ნომრით ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი გასულ წელს გაიფორმა და 1 წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა. ინგლისურ კლუბს 24 წლის ქართველის ტრანსფერი დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდა.









