ოფიციალურად — საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტაქტი 2 წლით გაუხანგრძლივდა. უფრო კონკრეტულად, განახლებული ხელშეკრულებით სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში ჯიკიჩს კონტაქტი გაუფორმა, მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება, კვლავ ალეკსანდარ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს. მსოფლიოს საკვალიფიკაციო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, 2027 წლის აგვისტო-სექტემბერში, ფინალური ეტაპი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, ჩვენს ნაკრებს სწორედ ჯიკიჩი უხელმძღვანელებს.
წყარო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.









