ოფიციალურად — კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია! ამის შესახებ "სელესაომ" ოფიციალური განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი უკვე გააფორმა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კი პაპა კარლო ნაკრებში საქმიანობას ოფიციალურად დაიწყებს.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკებებს დაახლოებით 3 წელი აწარმოებდა და მათთვის საბედბიეროდ, საბოლოო შეთანხმებას სულ რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. იმის მიუხედავად, რომ ერთი თვის წინ გარიგება ჩაშლის პირას იყო, მხარეებმა მოახერხეს და ყველანაირი დეტალი შეათანხმეს.
კარლო ანჩელოტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება, ხოლო რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, იტალიელი "სელესაოში" მუშაობას ივნისის თვიდან დაიწყებს.









