ოფიციალურად — ლუჩანო სპალეტი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელია. გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა "ბიანკონერისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა ხელშეკურლებაში ჩაიწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება.
ლუჩანო სპალეტი ბოლოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე წლის 10 ივნისს წამოვიდა. მას შემდეგ გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა დღევანდელ დღემდე ლუჩანო სპალეტი უგუნდოდ იყო.
შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტი სერია A-ში ბოლოს 2021-2023 წლებში მუშაობდა, რა დროსაც ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო.









