ოფიციალურად: მილანმა და ინტერმა დაადასტურეს, რომ "სან სიროს" დიდი ურბანული სივრცე, მათ შორის "მეაცას" სტადიონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შეძენის შესახებ ყიდვის ხელშეკრულების ხელი მოეწერა! დღეიდან, ლეგენდარული სტადიონი არა მერიის ბალანსზე, არამედ "როსონერისა" და "ნერაძურის" საკუთრებაში იქნება.
ცნობილია რა გეგმები აქვთ მილანურ კლუბებს როგორც ახალი სტადიონის, ისე ზოგადად "სან სიროს" არსებული სივრცის შესახებ. როგორც ირკვევა, "სტადიო მეაცას" უმეტესი ნაწილის დანგრევა 2031-2032 წლებშია მოსალოდნელი, თუმცა, ახალი სტადიონის მშენებლობა გაცილებით ადრე დაიწყება, რადგან ახალი არენა "მეაცას" მახლობლად აშენდება და არა ზუსტად მის ადგილას.
სამუშაოების დაწყება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება და გეგმის მიხედვით 2031 წლისთვის დასრულდება. მილანური კლუბები ახალი სტადიონის მაკეტს უახლოეს თვეებში წარადგენენ.









