საქართველოს ეროვნული ნაკრების და შავი ლომის მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი გახდა - 53 წლის ინგლისელი სპეციალისტი საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად წარადგინა
რიჩარდ კოკერილმა სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს ლესტერ თაიგერსში დაიწყო, სადაც 2009 წლამდე შერკინების მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო 2017 წელს ტულონის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2017-21 წლებში ინგლისელ სპეციალისტს ედინბურგის მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა, ხოლო 2021-23 წლებში ინგლისის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო
სარაგბო კარიერის განმავლობაში 1997-99 წლებში რიჩარდ კოკერილი ინგლისის ეროვნული ნაკრებში თამაშობდა და 27 მატჩში 3 ლელო აქვს დადებული
ოფიციალურად: რიჩარდ კოკერილი ბორჯღალოსნების და შავი ლომის მთავარი მწვრთნელია









