ოფიციალურად: კონტეს ერაში ნაპოლიმ მეხუთე ტრანსფერი დახურა — "პარტენოპეისა" და ჩელსის შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, რომელუ ლუკაკუ კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს. მხარეებს შორის €45 მილიონიანი გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც 31 წლის ბელგიელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ანტონიო კონტე ბელგიელი ფეხბურთელის დამატებას პირველივე დღიდან ითხოვდა და ეს სურვილი აურელიო დე ლაურენტისმა დაუკმაყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ვიქტორ ოსიმენი კვლავ ნაპოლის ღირსებას იცავს, კლუბმა ლუკაკუს ტრანსფერი მაინც დახურა.
ნაპოლიმ ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, ბელგიელი მესამე ტურში კონტეს განკარგულებაში იქნება.
Serie A
ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ ნაპოლის ფეხბურთელია









