მანჩესტერ იუნაიტედში რომ პორტუგალიელის ვარიანტს სერიოზულად განიხილავდნენ, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ. ინგლისური კლუბის უფროსობამ ფარულად რამდენიმე სპეციალისტთან მოლაპარაკებები გამართა და ამ სიაში იყო სპორტინგის მთავარი მწვრთნელიც. ახლა კი როგორც ირკვევა, ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელი სწორედ ის გახდება.
ამორიმი სპორტინგში 2020 წლიდან მოყოლებული მუშაობდა. ამ დროში პორტუგალიელმა 227 მატჩში უხელმძღვანელა "მწვანეებს", საიდანაც 161 მოიგო, 33 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 33 მატჩში დამარცხდა. ოთხ წელიწადში პორტუგალიელმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობა იზეიმა, 3-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო და ერთხელ სუპერ თასსაც დაეუფლა.