საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი საბა ხარებაშვილი კარიერას თურქულ ბაშაქშეჰირში გააგრძელებს.
როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, საბამ ახალ გუნდთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ზაფხულიდან შეუერთდება, როცა ის 18 წლის გახდება.
ხარებაშვილი დინამო თბილისის ფეხბურთელია და ამჟამად გუნდთან ერთად ანტალიაში შეკრებას გადის. ხარებაშვილი დინამოელებს სეზონის პირველ ნახევარში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის მარცხენა მცველი გასულ წელს საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული.









