თბილისის დინამოს ცენტრალურმა მცველმა, საბა ხვადაგიანმა გუნდი დატოვა და კარიერას მაკაბი ნეთანიაში გააგრძელებს.
მაკაბი ნეთანიამ 21 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ტრანსფერი სოციალურ ქსელში დაადასტურა.
საბა ხვადაგიანი თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდში 94 მატჩში 3 გოლთან ერთად 2 ასისტი აქვს გაფორმებული.
ისრაელის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მაკაბი ნეთანიას 24 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.
ოფიციალურად: საბა ხვადაგიანი კარიერას ისრაელში გააგრძელებს









