დღეს საფეხბურთო კლუბ "იბერია 1999-ის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოფიციალურად წარადგინა „საბურთალოს“ ახალი სახელი. გუნდი ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში , „იბერია 1999-ის" სახელწოდებით იასპარეზებს.
ასევე დღეს, ტარიელ ხეჩიკაშვილმა წარადგინა ახალწვეულები, სამი არგენტინელი და ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელი. რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო არგენტინის ვიცე-ჩემპიონ „ტალიერესიდან“ გადმოვიდნენ, ხოლო დერეკ აგიაკვამ, რომლის კარიერაც ,,ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, ნიდერლანდურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ "უოტფორდის" 23-წლამდელთა გუნდში გააგრძელა თამაში. ის ასპარეზობდა იტალიურ "კომოსა" და ინგლისურ "პორტვეილში".
ტარიელ ხეჩიკაშვილი, „იბერია 1999-ის“ პრეზიდენტი:
„გუნდისთვის სახელის გადარქმევა რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. ვფიქრობ, კლუბის განვითარებისთვის აჯობებს უბნის გუნდის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს, რაც მარკეტინგულად სწორი ნაბიჯია და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება."










