"არწივებმა" 65 შეხვედრა მოიგეს, 42 წააგეს და 30 მატჩი ფრედ ითამაშეს. რაც შეეხება ამჟამინდელ სეზონს, ისინი 28 ტურის შემდეგ, 40 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებენ. სტადიო ოლიმპიკოს ბინადრები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც იყვნენ გასულები, მაგრამ იქ მიუნხენის ბაიერნის ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს.
Serie A
ოფიციალურად: სარი ლაციოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა

მაურიციო სარი რომის ლაციოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. დამრიგებელმა ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაუდგება "ბიანკოჩელესტეს" სათავეში. იტალიელი დამრიგებელი ამ კლუბში 2021 წლიდან მუშაობდა და ამ დროის მანძილზე მისმა გუნდმა 137 მატჩი ჩაატარა.










