მას შემდეგ, რაც მილანმა პაულო ფონსეკა გაუშვა, უფროსობას ბევრი არ უფიქრია და იმ კანდიდატურას მიუბრუნდა, რომელსაც ზაფხულში განიხილავდა. "როსონერი" სერჟიო კონსეისაუსთან მოლაპარაკებებს სეზონის წინაც აწარმოებდა, თუმცა მაშინ არჩევანი პაულო ფონსეკაზე გაკეთდა.
სერჟიო კონსეისაუ პირველ მატჩს 2025 წლის 3 იანვარს, იტალიის სუპერ თასის ნახევარფინალში ჩაატარებს, სადაც მეტოქე მისი ვაჟის, ფრანცისკოს იუვენტუსი იქნება.









