ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ალპინში ცვლილებები იგეგმება — გუნდს ესტებან ოკონი დატოვებს.
ფრანგული გუნდი 27 წლის მრბოლელით უკმაყოფილოა და მხარეები ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმდნენ — ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებს კაიერას ოკონი.
ესტებან ოკონის კარიერა ფორმულა 1-ში 2016 წელს Manor Racing MRT-ში დაიწყო, ხოლო 2017 წელს ფორს ინდიას პილოტი გახდა. 2020 წლიდან ფრანგი პილოტი რენოში (დღევანდელი ალპინი) ასპარეზობს, მან 91 რბოლიდან მხოლოდ 1 გრან პრის მოგება მოახერხა.
ოფიციალურად: სეზონის ბოლოს ესტებან ოკონი ალპინს დატოვებს










