ოფიციალურად — თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია. კატალონიურმა კლუბმა ქართველი კალათბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
როგორც ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
33 წლის გამოცდილი კალათბურთელით დაინტერესებული რამდენიმე ევროპული კლუბი იყო, მათ შორის რეალ მადრიდიც, თუმცა ყველას ბარსელონამ აჯობა. შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია კატალონიურ კლუბში ვირტუს ბოლონიადან გადაბარგდა.









