საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი სხვადასხვა დროს მუშაობდა ბაქოს სტანდარდსა (2008 წ.) და ბაქოს ინტერში (2009-2015 წ.წ.). აზერბაიჯანის გარდა, 55 წლის დამრიგებელს უმუშავია ყაზახეთშიც, ქაირათში, ორდაბასსა და კასპიში. რაც შეეხება მის ტიტულებს: 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული, აზერბაიჯანის ჩემპიონი, ყაზახეთის სუპერთასის გამარჯვებული.
ოფიციალურად: ცხადაძე გაბალას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კახაბერ ცხადაძე გაბალას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მხარეებმა კონტრაქტი წელიწადნახევრით გააფორმეს და მასთან ერთად, აზერბაიჯანულ კლუბში გიორგი ჩიხრაძეც იმუშავებს. შეგახსენებთ, ქართველ დამრიგებელს ამ ქვეყანაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.










