ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადეს ჰართფორდშირელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიური კლუბი მიიღებს 2.5 მილიონ ევროს, საქართველოს ნაკრების ფლეიმეიქერი კი 3-წლიან კონტრაქტს. შეგახსენებთ, 24-წლის გამთამაშებელი ინგლისში 2023 წლის ივლისიდან ირიცხება.
ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 25 შეხვედრის ჩატარება, ერთი გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის შესრულება. ვალერიან ისმაელის გუნდში გადმოსვლამდე, ჩაკვე განათხოვრების წესით ჰამბურგსა და ბრატისლავას სლოვანში თამაშობდა. გენტში კი ის ირიცხებოდა 2017 წლიდან, ხშირი ტრავმიანობის გამო ის პოტენციალის სრულად რეალიზებას ვერ ახერხებდა.









