ოფიციალურად: ვილიარეალი vs ბარსელონას მატჩი მაიამიში აღარ გაიმართება — ამის შესახებ ლა ლიგის საიტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც ირკვევა, ორგანიზატორებმა, რომლებსაც ამ მატჩის მაიმიში გამართვა ევალებოდათ განაცხადეს, რომ ღონისძიების სათანადოდ მოსამზადებლად ხელმისაწვდომი დრო საკმარისი არ იყო, შესაბამისად, ვილიარეალი-ბარსელონას დაპირისპირება კვლავ ესპანეთში გაიმართება.
შეგახსენებთ, ვილიარელი-ბარსელონას გარდა, ტოპ 5 ლიგის კიდევ ერთი მატჩი დაიგეგმა სხვა ქვეყანაში, კერძოდ ავსტრალიაში, სადაც მილანი-კომოს ქალაქი პერთი უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის ავსტრალიაში გასამართ დაპირისპირებას საფრთხე არ ემუქრება.









