ასევე განიხილება ოლდ ტრაფორდის განახლებაც, თუმცა რეტკლიფს ახალი სტადიონის აშენების იდეა უფრო მოსწონს. საუბარია 90 000 ადგილიანი არენის აშენებაზე, რომელიც კლუბს ძალიან დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს.
ოლდ ტრაფორდის განახლების ვარიანტი საკმაოდ რეალურია, რადგან ახალი სტადიონის აშენებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამ პერიოდში კი შესაძლებელია მანჩესტერის "სახლს" მსუბუქი რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს.
ფინანსები ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს. მანჩესტერ იუნაიტედს უკვე აქვს შესაძლებლობა "ოლდ ტრაფორდის" ეტაპობრივი განახლება დააფინანსოს, მაგრამ ახალი არენის აშენებას უფრო დიდი ბიუჯეტი სჭირდება, ეს კი დამფინანსებელი პარტნიორების მხარდაჭერას გულისხმობს.
მანჩესტერ იუნაიტედი დიდი რაოდენობით მიწას ფლობს ოლდ ტრაფორდის მიდამოებში, რომელიც, რეტკლიფის აზრით, აუთვისებელია. ამ ლოკაციაზე ახალი არენის გარდა, შეიძლება განთავსდეს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო, პარკინგი და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები.
ლორდ კოუ უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტდა ახალი სტადიონის პროექტის შესასწავლად.