პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ჩაატარეს მანჩესტერ იუნაიტედმა და არსენალმა, სადაც მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა. ოლდ ტრაფორდზე გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა გამარჯვება მაინც სტუმარ გუნდს დარჩა.
იმის მიუხედავად, რომ რუბენ ამორიმის გუნდმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მიკელ არტეტას გუნდმა ახალი სეზონი 3 ქულით დაიწყო.
მატჩის ერთადერთი გოლი რიკარდო კალაფიორიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს ახალ სეზონში პირველი 3 ქულა მოუპოვა.
მანჩესტერ იუნაიტედი 0-1 არსენალი
გოლები: კალაფიორი (13')
მატჩის მიმოხილვა









