A ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტები კანადა და ესპანეთის ნაკრებები არიან, B ჯგუფში ფავორიტი ნაკრებები კი საფრანგეთი და გერმანიაა, ხოლო რაც შეეხება C ჯგუფს, სერბეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტებიც არიან.

ოლიმპიადის ჯგუფური ეტაპი სტარტს 27 ივლისს აიღებს. პირველი მატჩი ავსტრალიასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართება.









