საქართველოს ეროვნული ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. მასპინძელ ლატვიასთან უშანსოდ წაგებული მატჩის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ფილიპინები 94:96 დაამარცხა, თუმცა ეს გამარჯვება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს მხრიდან, პარკეტზე საუკეთესო 26 ქულით სანდრო მამუკელაშვილი იყო. ფილიპინებს ჯასტინ ბრაუნლიმ ულიდერა, რომელსაც 26-ქულიანი მატჩი ჰქონდა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემდეგი ოფიციალური შეხვედრა, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ელოდება. ჩვენი მეტოქე ფინეთი იქნება, მატჩი კი 21 ნოემბერს გაიმართება.