საბერძნეთში გამართულ მატჩში გოლი დასაწყისშივე, მე-10 წუთზე გავიდა - თავი მასპინძელთა შემტევმა, ელ კააბიმ გამოიჩინა, რომელმაც 81-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
კონფერენს ლიგის 2023/24 წლების სეზონის ფინალში ოლიმპიაკოსის მეტოქე ფიორენტინა იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, ბრიუგე დაამარცხა. ბერძნულ-იტალიური დაპირისპირება 29 მაისს, ათენში, აგია სოფიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.










