საქართელოში იმყოფება ევროპის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდნტმ, ლერი ხაბელოვმა ევროპის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ენრიკო დელა კაზას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ველოსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი ალასდერ მაკლენანი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე, ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ მიკუჩაძე და გენერალური მდივანი კახაბერ ლოსეურაშვილი.
შეხვედრაზე გაიხსენეს ლეგენდარული ქართველი ველოსპორტსმენის ომარ ფხაკაძის უნიკალური მიღწევები, ისაუბრეს საქართველოში ველოსპორტში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე და მხარდაჭერაზე.
სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელებს სტუმრობისთვის, მიაწოდა ინფორმაცია ჩვენი სპორტის ოლიმპიურ მიღწევებზე და სამომავლო ღონისძიებეზე. აღნიშნა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში ველოსპორტის განვითარებაში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გავაუმჯობესოთ შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე. ენრიკო დელა კაზამ მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის, საქართველოში ველოსპორტის აქტიური მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერეს.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი









