მაიკლ ოლისე კრისტალ პალასის დატოვებას ზაფხულში გეგმავს. 22 წლის შემტევის დამატება ინგლისურ გრანდებს სურთ, კერძოდ, დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი.
"თუ ის წავა, კლუბისთვის სამწუხარო დღე იქნება. ჩვენ გვინდა, რომ გუნდი გავაძლიეროთ და არ დავკარგოთ წამყვანი მოთამაშეები", - განაცხადა როი ჰოჯსონმა ოლისეს თაობაზე.
იმის ფონზე, რომ ჩელსი წინა ზაფხულს ოლისეს დამატებასთან ძალიან ახლოს იყო, ფეხბურთელისთვის რჩეულ გუნდად მაინც მანჩესტერ იუნაიტედი რჩება და იმედოვნებს, რომ ზაფხულში "წითელ ეშმაკებში" ტრანსფერი შედგება. ტენ ჰაგის გუნდის ინტერესი რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან მოყოლებული, როგორც მთავარი მწვრთნელი, ისე - კლუბის მეთაურები არ გეგმავდნენ იანვარში გუნდის აქტიურობას. შესაბამისად, ოლისეს თაობაზე კლუბის გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს დაველოდებით.
შეგახსენებთ, რომ ოლისე კრისტალ პალასში 2021 წლიდან თამაშობს, ამ დროში მას 81 მატჩი, 11 გოლი და 21 ასისტი მოუგროვდა.
Premier League
ოლისეს მანჩესტერ იუნაიტედში თამაში სურს









