ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჟეკონ-ენრი ერო, რომელიც მარსელის ყოფილი პრეზიდენტია, ბორდოს ამჟამინდელ მფლობელს, ჟერარ ლოპესს უკვე დაუკავშირდა, რა დროსაც ოფიციალურად გამოთქვა კლუბის შეძენის სურვილი. პირველი კონტაქტის დროს, მხარეებმა პოტენციური გარიგების დეტალები განიხილეს.
გასულ წელს ოლივერ კანმა გერმანულ გამოცემა Kicker-ს განუცხადა, რომ მზად არის ინვესტიცია განახორციელოს საფეხბურთო კლუბში, 2023 წელს მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. უახლოეს დღეებში ბორდოს გაყიდვასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, მაგრამ ფაქტია ოლივერ კანი ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს.









